სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე უკრაინაში ამერიკელი მებრძოლების შესახებ წერს:,,რახან ნელ-ნელა დაიწყო გაჟონვა – 1 თვის წინ აწიეს რუსებმა ისტერიკა, ბლექვოტერია უკრაინაშიო (frontal observer, აკადემიკოსები, სულერთია, რა პირობითი სახელი იქნება, ყოველი სკანდალის მერე იცვლიან სახელს). მერე მხოლოდ 3 მებრძოლი დადასტურდა, რამდენადაც ვიცით, მარიუპოლში არის ის 3.
ახლა ნელ-ნელა წამოვიდა სურათები, რომ კიდევ არიან (მცირე ,,სასტავია”, სავარაუდოდ, პატარა ჯგუფებად სხვადასხვა ფრონტებზე, რუსებისგანაც გაჟონა – ტყვე ყვებოდა, რომ ამერიკელებმა დაიჭირეს, ისტერიკაში იყო). ესენი არიან
ჩისტა ,,ვეტერანი” მარსკოი კოწიკები, მორპეხები და სხვა სპეცები (ამერიკელები). ომის ბედს ვერ შეცვლიან, მაგრამ მორალზე დადებითად ისახება. გავიმეორებ, დღეს არ ჩასულან, იქ არიან თავიდანვე, დანაკარგები უცნობია”.

