სტომატოლოგიური მასალებისა და აპარატურის მწარმოებლებმა რუსეთში იმპორტი შეაჩერეს. ამის შესახებ სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი წერს:,,თითქმის ყველა სტომატოლოგიური მასალების და აპარატურის მწარმოებელმა ბრენდმა შეაჩერა რუსეთში იმპორტი, ასობით კომპანიამ, ასევე ფილერების და ბოტოქსების მწარმოებელმა კომპანიებმა. ამას კიდევ არაუშავს და საბჭოთა ფოსფატცემენტზე უწევთ გადასვლა ჩვენს კოლეგებს. მართლა რა ეშველებათ, არ ვიცი. შავი ბაზარის გზებზე ფიქრობენ”.

