,,რუსეთში ძმა დამიჭირეს აქციის დროს, ცოლ-შვილს შენ გიგზავნიო” – რას წერს ლაშა ჩხარტიშვილი

,,რუსეთში ძმა დამიჭირეს აქციის დროს, ცოლ-შვილს შენ გიგზავნიო" - რას წერს ლაშა ჩხარტიშვილითეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წერს, რომ რუსეთს შემოქმედი ადამიანები ტოვებენ.

,,კაზანიდან მეგობარი მწერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია: ძმა დამიჭირეს ერთკაციანი აქციის დროს, აქ ცხოვრება შეუძლებელია და ცოლ-შვილს საქართველოში გიგზავნი, ჩემს გაუსვლელობაზე ქვეყნიდან განკარგულებაა გაცემულიო. უფადან მსახიობი მწერს, Facebook-ზე სტატუსი დავწერე #არაომს და თეატრიდან გამათავისუფლესო. ახლა ეძებს გზებს ქვეყნიდან წასასვლელად. პეტერბურგელი კრიტიკოსი, ასევე ჩემი მეგობარი, უკვე გადავიდა უკრაინაში და იქიდან პოლონეთში ჩასულა.
ახლა მინსკიდანაც მომწერეს. ზუსტად იგივე სიტუაციის გამო ტოვებენ ქვეყანას ოჯახებით დრამატურგები, მსახიობები, რეჟისორები”.