cnews.ge-ის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებზე ნადირობა გამოცხადდა.
2013 წლის მერე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ქართველი ვეტერანების პირადი მონაცემები რუსულ მხარეს გადასცა. ამის შემდეგ დაიწყო აგვისტოს ომის მონაწილეების დევნა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა,ნაწილი დააკავეს, ნაწილმა უკრაინას შეაფარა თავი და 2014 წლიდან იბრძვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის მერე რუსეთის პროპაგანდისტულ არხ ,,რასიია 24″-ზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების პასპორტების ასლები აჩვენეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები რუსული არმიის პირდაპირი სამიზნეები არიან.
დაუზუსტებელი მონაცემებით, უკრაინაში 2000-ზე მეტი ქართველი სამხედრო იბრძვის.
cnews.ge

