რუსულმა პროპაგანდამ დღეს აქტიურად დაიწყო ინფორმაციების გავრცელება, რომ უკრაინის ქალაქები რუსებმა დაიკავეს და სერიოზული წარმატებები აქვთ. სამწუხაროდ, ქართულ ტელეარხებზეც გამოჩნდნენ ,,ექსპერტები”, რომლებიც იმავეს იმეორებენ. ოღონდ სხვადასხვა კონტექსტით.ჟურნალისტი უჩა აბაშიძე ერთ-ერთ ასეთ დეზინფომაციაზე წერს:
,,გუშინ გაგვაფრთხილეს უკრაინელებმა – ხვალიდან შემოიპარებიან ქალაქებში და გაავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ აღებულიაო. დღეს ანნა ნიუსი (აფხაზი დედამო**ების ტელევიზია) დებს ტელეგრამ არხებზე, რომ აი, აღებულია მარიუპოლიო და თუ არ დაათვარიელებ და არ დაფიქრები, არაფერი დაგაეჭვებს… და თუ დაათვალიერებ, ძალიან გეუცნაურება. სიჩუმეა (მწვანე კორიდორია დღეს და გუშინაც, ფრონტი არ გადაადგილებულა ეს ორი დღეა მარიუპოლში) , ხალხი მოძრაობს, სროლა შორიდანაც კი არ ისმის, ჯარი არც ერთი მხარის არსად ჩანს… რა ხდება? შეიპარნენ ჟურნალისტები და შუა ქალაქში გადაიღეს ვიდეო ისე, ვითომ მორჩა ყველაფერი. ბოლო ვიდეოზე ,,იწვებიან”, (მანქანების კოლონას რომ ჩაუვლიან), ფონად ისმის: ,,ვალიწე ატსიუდა პა სკარეე”, ანუ თვითონაც იციან, რომ უკრაინულ ტერიტორიაზე არიან და რომ ,,რუსები შეგიტევენ აქ, თუ არ წახვალთ”. მთელი პლანეტის მძ**რი უკრაინელების ჩასარეცხი გახდა”.

