რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ზოგი ფეხებზე დაიკიდებს ამ პოსტს, მე კი ვაპირებ, მას გავყვე”

რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ზოგი ფეხებზე დაიკიდებს ამ პოსტს, მე კი ვაპირებ, მას გავყვე"საფრანგეთში მცხოვრები ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი უერთდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია უკრაინისთვის, რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა. აგრესორი და ბარბაროსი გამდიდრებას არ უნდა აგრძელებდეს. ყველას, ინდივიდუალურად, სახელმწოფოსგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ვისაც მანქანა ჰყავს, დღეს უკვე შეუძლია სულ მცირე ქმედებითაც კი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) პარასკევს გამოაქვეყნა 10 წინადადება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს წინადადებებია:
1.ავტობანზე სიჩქარის შეზღუდვა.( ეს ისედაც არსებობს ბევრგან, მაგრამ ყველას შეუძლია თავადაც ეცადოს უაზროდ არ “იჩქაროს“).
2.ონლაინ მუშაობა კვირაში 3 დღე.
3.უმანქანო კვირა დღე ქალაქებში.
4.მანქანით რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მგზავრობისკენ მოწოდება (ფრანგულად -“covoiturage” დიდიხანია არსებობს).
5.სატვირთო მანქანების ეკონომიური ტარება.
6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების, ველოსიპედითა და ფეხით სიარულის პრივილიგირება.
7.საქმიანი ფრენების შემცირება (მატარებლის პრივილიგირება),
8.ქალაქში მონაცვლეობითი მოძრაობის დაწესება.
9.ელექტრო და დაბალ ხარჯვიანი მანქანების გამოყენება.
მარტო ამ ყველაფრის შესრულებით რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შემცირდება დღეში 2,7 მილიონი ბარელით. თუნდაც რაღაც ნაწილის შესრულება კი ყველა ჩვენგანს შეუძლია.
ვიცი, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანს ხშირად მისი მანქანის ზომა-წონით აფასებენ, სადაც ბევრისთვის ზემო ჩამოთვლილი მენტალურად უცხოა, ზოგი აგდებით, ზოგი გაღიზიანებით, ზოგიც ფეხებზე დაკიდებით წაიკითხავს პოსტს. ეს მეგობრებს ნაკლებად ეხება. ზღვაში წვეთიაო, გულწრფელად იტყვის ზოგიც (ბევრიც) და მათ შევახსენებ რომ ,,ზღვა კოვზითაც დაილევა“. მე მხოლოდ ერთი ვიწრო და უგრძელესი ბილიკი შემოგთავაზეთ. მე ვაპირებ, მას გავყვე, თანაც ,,პატარა ნაბიჯების“ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ყოველთვის მჯეროდა”.