ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინაში იმყოფებიან. თამუნა სოციალურ ქსელში წერს:,,დღეს ვიყავით წინა ხაზზე, მანდ მოხვედრა რთულია, ზოგადად კიევიდან გასვლაც რთულია, ბევრი ბლოკპოსტია, სადაც გამოწმებენ, საბუთებს გთხოვენ. ჩვენ ჩვენი კონტაქტებით შევძელით, თუმცა, როცა სოფლის გადასახვევთან მოვხვდით, აირია სიტუაცია, რაღაც გადაძახილი იყო, კამერებით ვერაო, მერე კიო, მერე ისევ არაო, უკან უნდა წახვიდეთო, თუმცა მოვხვდით უფანჯრებო მანქანაში, მე ვახო და ოპერატორი. ღია კარიდან გიგა იღებდა კადრებს დამწვარი და დაბომბილი სახლების.
იქ დაგვხვდა ქართველი მეომარი. მოვიარეთ დაცარიელებული სოფელი, სადაც შეგვხდა მოხუცი კაცო და ძაღლი. მხოლოდ ესენი დარჩნენ სოფელში, ყველა ძაღლს, კატას და თხსს ვუვლიო, მთელმა სოფელმა მე მომაბარაო. არასოდეს არ დავტოვებ აქაურობასო, ერთი სახლი სამი დღის წინ დაბომბესო, ერთი კოდევ გუშინო.
გადავიღეთ და ძალიან სწრაფად მოგვიწია სოფლის დატოვება, რადგან უკვე ტანკები შემოდიოდნენ, წინ ჩანდა ტყე სადაც რუსები იდგნენ და ისროდნენ. გრადების ხმა ისმოდა. ბოლოს ამ სოფლის ბოლო მოჰიკანმა ქართულად გვიმღერა. ესეც ამ სოფლის ძაღლი”.

