ქართველი ჯარისკაცი: ,,ლაიქების გამო ნუ თესავთ პანიკას! ამოხვედით ყელში! კიევში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები!”

ქართველი ჯარისკაცი: ,,ლაიქების გამო ნუ თესავთ პანიკას! ამოხვედით ყელში! კიევში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები!"ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყველას მიმართავს, რომ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებენ და ნუ იტყუებიან, თითქოს კევი ალყაში იყოს.

-ვკითხულობ და ტელევიზიიდანაც ვისმენ, რომ კიევი ალყაშია. ეს არის სისულელე! ნუ დაუჯერებთ ამ ტყუილებს, კიევი ალყაში არ არის და არც იქნება! მე მოგაწვდით ოპერატიულ ინფორმაციებს. მე დაგისახელებთ, სად არიან რუსები განლაგებული.

დასავლეთის მიმართულებიდან მასიური შეტევა იყო, რომ მოახლოებოდნენ კიევს საარტილერიო დარტყმისთვის, მაგრამ ვერ მოუახლოვდნენ, პირიქით, უკან გადავწიეთ. ჩრდილოეთის მიმართულებით რამდენიმე სოფელში არიან, რომლებიც კიევიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული. სამხრეთის მხარეს 100 კილომეტრშიც არ მოახლოებიან. ასე რომ, პანიკას ნუ ქმნიან ტელევიზიები და ზოგიერთი მოქალაქეები, წამებულების როლში რომ გამოდიან. თუ ხარ  პატრიოტი, იყავი, თუ არა და – ნუ აგდებ ხალხს პანიკში და ნეგატივს ნუ თესავთ. კიევში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები!

ნუ დაუგდებთ ყურს წამებულების გამოსვლებს, რომ კიევი იბომბება. კი, არის საავიაციო დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებზე. კიევში საცხოვრებელ სახლებზე დაბომბვა არ ყოფილა. ერთადერთი შემთხვევა იყო 10 დღის წინ, როცა კალიბრის სისტემის რაკეტა ჰაერში ააფეთქა ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ და ნამსხვრევები მოხვდა სახლს. იმის ნაცვლად, რომ უკრაინელები გაამხნევოთ, პანიკას თესავთ იმისთვის, რომ ლაიქები მიიღოთ ფეისბუქში. ამოვიდა რა ყელში! უნდა გავიმარჯვოთ და უნდა გავანადგუროთ მტერი, – ამბობს ვანო ნადირაძე.

უფრო ადრე კი მან გაავრცელა ვიდეო ერთ-ერთი საბრძოლო ადგილიდან და დაწერა: ,,ესაა 128-ე ბრიგადის ქართველი მეომრების გადაღებული ვიდეო. ისინი 5 დღის განმვალობაში იყვნენ ალყაში, გამოიარეს ჯოჯოხეთი. იცნობდეთ,  ყველა ესენი არიან გმირები!”.