,,ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა მარიუპოლში და ადგილზევე დაადუღეს ისინი” – დავით მრელაშვილი

,,ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა მარიუპოლში და ადგილზევე დაადუღეს ისინი" - დავით მრელაშვილიამერიკაში მცხოვრები ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინის დახმარების ღონისძიებებში ომის დაწყების დღიდანვე ჩაერთო და ძალიან ბევრი რამ შეძლო. მისი უშუალო მონაწილეობით დრონები ჩაიტანეს უკრაინაში, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს არაერთი სიცოცხლე. დავითმა ცოტა ხნის წინ დაწერა:
,,ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა, რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ). დრონის პილოტებმა გადასცეს არტილერიას ზუსტი კოორდინატები, რომლებმაც ადგილზევე დაადუღეს, ხიდამდე მისვლა არ დასჭირდათ. ეს ერთი დრონის გაკეთებული ერთი საათის საქმეა და ასეთი ბევრი ჰყავთ ცაში ყველა ცხელ წერტილში, რასაც მტრის რადარი ვერ აფიქსირებს”, – დაწერა ექიმმა.
რამდენიმე დღის წინ დავით მრელაშვილი წერდა:
,,ქართველი და უცხოელი მეგობრების, ნაცნობების თუ უბრალოდ კარგი ადამიანების მხარდაჭერით შეგროვდა თანხა, რითაც ძირითადად, დრონები შევიძინეთ. ასევე შევიძინეთ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები, როგორებიცაა გენერატორები, ფანრები, ლითიუმის აკუმულატორები (power banks) და სხვა. ამ ყველაფრის მიწოდება ხდებოდა შეძენიდან საათების განმავლობაში, პოლონეთში მყოფი მოხალისე ქართველი და უკრაინელი ტაქსის მძღოლების მიერ. ამას  სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყოველი ღამე დამჯდარი ტელეფონის, რაციის თუ ზოგადად ელექტროენერგიის გარეშე – პოტენციურად სიცოცხლის დაკარვას უდრის…
მინდა, გამოვყო დრონები, რაც ჩემი ჩასვლის ძირითადი ,,მისია” იყო. რამდენიმე ათეული დრონი უკვე გავაგზავნეთ, რომელთა ძირითადი ტიპი და დანიშნულებაა მფლობელის მიერ 10-15 კმ დიამეტრში “ჩიტივით ფრენა” და ყველაფრის ხელისგულზე დანახვაა. ეს ე.წ. მზვერავი მინი დრონია – იწონის 249 გრამს, მტრედზე პატარაა, ჯიბეში ეტევა…
ასევე მივაწოდეთ შედარებით მცირე რაოდენობით, როგორებიცაა: ჩქაროსნული დრონი – იმდენად სწრაფია (140 კმ/ს), რომ თუ მისიას სჭირდება, დრონმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინოს მტრის ბანაკს, რეაგირებას და დამიზნებასაც კი ვერ ასწრებს ადამიანი, არამც თუ მათ ჩამოგდებას. ამასობაში მთელი მტრის პოზიცია ჩაწერილია და გადაცემული.
ნივთების გადამტანი დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 0.5-3 კილომდე სხვადასხვა მიზნის ტვირთის გადატა… ტელესკოპური დრონები, რომლებსაც 20 კილომეტრის მოშორებით არსებული ობიექტები მოაქვთ 100 მეტრზე და დრონის პატრონი ათეულობით კილომეტრის მოშორებით მტრის ჯარისკაცებს დაითვლის ციდან…
თერმული დრონი, რომლებიც აბსოლუტურ სიბნელეშიც ხედავენ ბუჩქებში დამალულ დივერსანტებს ციდან, ოღონდ ცოცხალი უნდა იყოს, რადგან სხეულის ტემპერატურით (36 გრადუსი) ქმნის გამოსახულებას…  პრაქტიკულად არ იშოვება ევროპაში, თუ სადმე იპოვეთ ახალი – თავის კამერიანად, მერსედერსის ფასია. მთელი აშშ-ს მასშტაბით ebay-ზე, რაც იყო სამი ცალი ,,თითქმის ახალი” – ყველა ავიღე და მათ ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მეგობარმა ჩაალაგა ჩანთებში და გადმოფრინდა ვარშავაში…”.