პუტინის პროპაგანდისტები პარლამენტში – ,,დადგება დრო და მწარედ ინანებთ ამას!”

პუტინის პროპაგანდისტები პარლამენტში - ,,დადგება დრო და მწარედ ინანებთ ამას!"ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ,,ალტ-ინფოს” ჟურნალისტი პარლამენტში ინტერვიუს იღებს და წერს:
,,გიორგი კიკაბიძემ დადო ეს სურათი. ,,ალტ-ინფო” პარლამენტშიც რომ შეუშვიათ… მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ, რომ ეს პუტინისტური დაჯგუფება სინამდვილეში ,,ქართული ოცნების” განშტოებაა.
იმის ნაცვლად, რომ 5 ივლისის მერე ამათი ორგანიზატორები დაესაჯათ,  ლექსოს სიკვდილზე პასუხი ეგოთ, ისე გაადიდგულეს, ისე გააბლატავეს, უკვე პარლამენტში დადიან და ინტერვიუებს იღებენ.
იხილეთ ,,ქართული ოცნების”  სახე – ჩვენს გადამღებ ჯგუფებს არ უშვებენ მთელ რიგ გადაღებებზე და ,,ალტ-ინფოს” ტიპები, პუტინის პროპაგანდისტები თავისუფლად შედ -გამოდიან პარლამენტში. რა სჭირს ჩვენს ქვეყანას! ლექსო გამახსენდა ამ სურათზე! ვინც ახლა დუმხართ და ხმას არ იღებთ ამათზე, ამ მოძალადეებზე, ამ პუტინისტებზე, იცოდეთ, რომ დადგება დრო და მწარედ ინანებთ!
ეს ისტორია, სამწუხაროდ, 5 ივლისით არ დასრულდება. ხო, ვინმემ არ მითხრათ,ჟურნალისტიკა და სიტყვის თავისუფლებაო. ამათ საერთო არაფერი აქვთ თავისუფალ სიტყვასთან! პუტინის გოშიები”.