საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, თანამებრძოლებთან ერთად უმძიმესი ბრძოლების გადატანა უწევს, ამ დროს კი საქართველოში, სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში:
,,რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს, 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ”.

