დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ექნება ,,მარშალის გეგმა” უკრაინის აღსადგენად. ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიმუშავა, ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა 1947 წელს მოაწერა. გეგმამ ხელი შეუწყო ომით განადგურებული ევროპის აღდგენას.ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა კი გამოაცხადა, რომ კონგრესში განიხილავენ უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების საკითხს.
რადიო თავისუფლება
