,,ოჯახს მთელი ქონება გასაყიდად აქვს გამოტანილი” – ,,გურია ნიუსის” დამფუძნებელს თანადგომა სჭირდება

,,ოჯახს მთელი ქონება გასაყიდად აქვს გამოტანილი" - ,,გურია ნიუსის" დამფუძნებელს თანადგომა სჭირდებაჟურნალისტს, „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე ფორმის ონკოლოგიური სიმსივნე დაუდგინა, რომლის სამკურნალოდ საჭიროა სასწრაფო მკურნალობა.

„არ არის გამორიცხული, მკურნალობა უცხოეთის კლინიკებში გაგრძელდეს, ამისთვის კი საჭიროა საკმაოდ დიდი თანხები. ოჯახს მთელი ქონება გასაყიდად აქვს გამოტანილი, თუმცა, დღევანდელი ვითარების გამო, გაყიდვა ვერ ხერხდება, დრო კი არ ითმენს!

მე პირადად მომსწრე ვარ და მასთან ერთად მიმიღია მონაწილეობა, მის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში და დახმარებების შეგროვებაში, რის შედეგადაც მრავალი სიცოცხლე გადარჩა! გარდა ამისა, ქალბატონი ია, პირადად მე და არა მარტო მე, ბევრ დამწყებ ჟურნალისტს დაეხმარა, თავი დაემკვიდრებინა მედიაში და თავისუფალ გარემოში ემუშავა… ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის გავრცელება დამჭირდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, გიორგი გირკელიძე.

TBC Bank TBCBGE22 GE25TB0600000202179730 GIORGI SIKHARULIDZE