მამა ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება, წერს, რომ არავინ დაიჯეროს, რომ უკრაინელები დაობლებულ ბავშვებს გააშვილებენ. ამით ეხმაურება გიორგი არველაძის პოსტს, თითქოს ათობით ობოლი ბავშვია გასაშვილებელი და მსურველები მას შეეხმიანონ.
,,მეგობრებო, ფეისბუქზე გავრცელდა ქართველი ადამიანის სტატუსი, თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან.
უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება, ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ. არ შეხვიდეთ შეცდომაში. ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს, ომში ბავშვები გააშვილონ”.

