
მომღერალმა ნინო ქათამაძემ ,,პირველის” ეთერიდან თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართა:
-ომმა გვაჩვენა, რომ მხარეები არ არსებობს. მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს ამ აქტიურობისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ეს ქვეყანა მისთვისაც ისევე ახლობელია, როგორც ჩემთვის. მინდა, პირადად მას ასეთი კითხვა დავუსვა: მილიონი ადამიანია ლტოლვილი უკრაინიდან, ინგლისმა მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი, პოლონეთიც ანიჭებს და ჩვენ რას ვთავაზობთ, რა სტატუსით შემოვლენ აქ?
ისინი შეიფარა ევროპა, მაგრამ არიან ადამიანები, მაგალითად, ჩემი შვილი ნათლია, სვეტა, რომელსაც ნათლულის სამშობლოში უნდა ჩამოსვლა, მაგრამ რა სტატუსით შემოვა? რა ფინანსურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ მათ? ძალიან გვჭირდება ეს პასუხები და იმედია, მივიღებთ. არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ ბევრი მეგობარი, ახლობელი და აქ სურთ ჩამოსვლა. გარდა ფიზიკური გადარჩენისა, სულიერი მხარეები არსებობს, რომ აქ მივცეთ სული და გული. ისინი ყველაზე ძალიან ჩვენგან ელოდებიან თანადგომას. ისინი გამართულად უნდა შემოვიდნენ საზღვრებზე.

