,,მხოლოდ ოჯახში დაბრუნება გვინდაო” – უკრაინელი მძღოლები გომში დგანან

,,მხოლოდ ოჯახში დაბრუნება გვინდაო" - უკრაინელი მძღოლები გომში დგანანრამაზ გრიგალაშვილი ფეისბუქში წერს, რომ გომში, ,,ბორჯომის” საწყობთან იმყოფებიან უკრაინელი მძღოლები და ადამიანებს მათ თანადგომას და დახმარებას სთხოვს.
,,პროდუქცია ჩამოიტანეს და ომის გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან. ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაქცევთ ყურადღებას, მუნიციპალიტეტიდანაც იყვნენ, ინახულეს და ჩვენც გვთხოვეს, თუ რამე დასჭირდეთ, შეგვატყობინეთო. თუ მიხვალთ და ჰკითხავთ, ხომ არაფერი გინდათო, გიპასუხებენ, რომ არაფერი უნდათ, გარდა ოჯახში დაბრუნებისა. ვაჟკაცი ხალხია, არასოდეს დაუწუწუნიათ. თუ სურვილი გაგიჩნდებათ და საკვებს მიაწვდით და ქართულ სითბოს აჩვენებთ, მადლობლები იქნებიან, დიდება გმირებს”, – წერს რამაზ გრიგალაშვილი.