მარგო ლუჩკო: ,,ბიძაჩემის ოჯახი დაკარგულია, ვერ ვუკავშირდებით”

მარგო ლუჩკო: ,,ბიძაჩემის ოჯახი დაკარგულია, ვერ ვუკავშირდებით"ტელეწამყვანი მარ­გო ლუ­ჩკო, რომელიც შერეული ოჯახიდანაა, დე­დით რუ­სია, მა­მით კი უკ­რა­ი­ნე­ლი, ამბები.ჯი-სთან ყვება:

– ბი­ძაჩემის ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლია, რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­თი­შუ­ლი აქვთ. არა­ვის უნდა წა­მოს­ვლა, ყვე­ლა იბ­რძვის. რო­გორ და­ტო­ვე­ბენ ქვე­ყა­ნას. ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ან ად­გი­ლას გა­ა­რი­დეს, თა­ვად კი იბ­რძვი­ან, მაგ­რამ ყვე­ლამ ვერ მო­ას­წრო სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლა. დიდი ნა­წი­ლი ბუნ­კე­რებ­შია. ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვი­სას გვე­უბ­ნე­ბი­ან რომ არ აქვთ გაზი, დენი, საჭ­მე­ლი, ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ვნერ­ვი­უ­ლობ. რა­ტომ მოხ­და ასე… ჩემი ერთ-ერთი ბი­ძაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გი კონ­დი­ტე­რია, სახ­ლში ნამ­ცხვრებს აცხობს და ბუნ­კე­რებ­ში მში­ერ ხალ­ხს ური­გებს.

ამბები.ჯი