გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ,,პირველის” ეთერიდან ძალიან მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ:
-რევერანსები რუსეთთან არის შეუძლებელი. გაჟღერდა რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლაზე. რუსეთი და მოსკოვი არ იბომბება, ვინც იბომბება ჩვენი მეგობარი უკრაინელები, მათთვის უნდა იყოს კარები ღია და არ უნდა იყოს ,,კარიდორი” დუბაიში გადასაფრენად. მთელ მსოფლიოს აქვს საჰაერო სივრცე დაკეტილი და აქ ვიღაცა გაიაშვილის გამო არის აქ ყველაფერი გაჩერებული. ჩავიდეს გაიაშვილი და მოსკოვში იცხოვროს. მორჩა აქედან ენის მოჩლექვა. ეს არის სერიოზული ომი და ეს არის მიტოვება. ნუ აკეთებთ ისე, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილენი ხდებით ამ განცხადებებით. დაუფიქრდით, რას აკეთებთ! ეს არის დანაშაულში მონაწილეობა!

