ქართველი მებრძოლების მძევლად აყვანის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი – ამის შესახებ ,,ნოდარ მელაძის შაბათში” ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
-ქართული ლეგიონის არც ერთი წევრი ტყვედ არ ჩავარდნილა და არც ჩავარდება! ეს არის რუსული პროპაგანდისტული მედიის გავრცელებული. ჩვენ ერთ-ერთ ცუდ მოწინააღმდეგედ აღგვიქვამს და ცდილობენ, გაავრცელონ ჩვენზე, რომ ქართველი ლეგიონერები მოკლეს ან ტყვედ ჩავარდნენ. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბატალიონის ყველა წევრი დახოცილია.
ერთადერთი, რისიც მეშინია, არაკონტროლირებადი ჯგუფები დგება ჩვენთან კოორდინაციის გარეშე. ძალიან რთულია მოყვარულებისთვის ომში წამოსვლა. ეს ხალხი ძალიან მიყვარს, პატრიოტები არიან, მაგრამ ეს არის ომი. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაორგანიზებული ჯგუფების შექმნისგან. აქ არის ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი და ნუ გეგონებათ, რომ ეს არის უბრალოდ მიტინგზე წასვლა. თუ აკეთებთ ჯგუფებს, გააკეთეთ ორგანიზებულად და კოორდინირებულად შეირაღებულ ძალებთან.

