ლიზა ვადაჭკორია: ,,ჩემი კლასელის ოჯახიც საფრთხეშია… გული გაგლეჯვაზე მაქვს”

ლიზა ვადაჭკორია: ,,ჩემი კლასელის ოჯახიც საფრთხეშია... გული გაგლეჯვაზე მაქვს"ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ოკუპანტი უკრაინელ მოქალაქეს როგორ აკავებს და ავტომატს უმიზნებს. ყამ ყველაფერს კი კორპუსიდან მშვიდობიანი მოსახლეობა უყურებს.
,,ჩემი თანაკლასელი უკრაინულ ჰერსონში ცხოვრობს. თვითონ ერთი წელია უცხოეთში მუშაობს, მაგრამ ოჯახი – ცოლი, შვილები ჰერსონში დარჩნენ. დღეს შვილმა ჩაუგდო ფანჯრიდან გადაღებული კადრები, სადაც რუსი ჯარისკაცები დათარეშობენ. წარმოიდგინეთ ამ კაცის მდგომარეობა, შენი ახლობლები სასიკვდილო საფრთხეში არიან, შენ კი უძლური და უსუსური ხარ, ვერაფრით შველი!
მისი მეგობარი, რიგითი ინჟინერი, ქალაქის დასაცავად წავიდა და დაიღუპა…
ქალაქი განადგურებულია, მოსახლეობა შეშინებული და დათრგუნული.
რით უნდა ანუგეშო ან დაეხმარო ამ უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანს?
გული გაგლეჯვაზე მაქვს, დღეს მეც უკრაინელი ვარ. держитесь! Весь мир с вами!” – წერს ლიზა ვადაჭკორია.