რეპერ ლექს-სენის და მისი უკრაინელი მეუღლის, ტატიანა ბურლიაის ოჯახში რთული პერიოდია. არ იციან, ტატიანას ოჯახი უკრაინაში როგორ არის. ამის შესახებ ლექს-სენმა ექსკლუზიურად ,,პრაიმ ტაიმთან” ისაუბრა:
– ტატიანა ივანო-ფრანკოვსკიდან არის, დასავლეთ უკრაინიდან. მართალია, ეს ქალაქი ყოველდღე არ იბომბება, მაგრამ იქაც საომარი ვითარება, განგაშები და დაბომბვაა… ომი რომ დაიწყო, ჩემი სიმამრი და ცოლის ძმა კიევში იყვნენ და მას შემდეგ დაკარგულები არიან. კვალი გაქრა. კონტაქტზე არ გამოდიან. ტატიანა ეძებს, ინტენსიურად კითხულობს მათ ამბავს დედასთან და მეორე ძმასთან. ჯერჯერობით, არ ჩანან. ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით… მე ვარ მოხალისედ წასვლაზე ატეხილი. ცალკე ცოლ-შვილზე ვფიქრობ, რომ წავიდე, ესენი ვის დავუტოვო… ტატიანა მეუბნება, მეც ხომ არ წამოვიდე, იქ დახმარება სჭირდებათ ჩემს უკრაინელებსო.
პრაიმ ტაიმი

