ლადო აფხაზავა: ,,დედის ბეჭედს ვყიდი, სხვა არაფერი გამაჩნია, მაპატიე, დედა”

ლადო აფხაზავა: ,,დედის ბეჭედს ვყიდი, სხვა არაფერი გამაჩნია, მაპატიე, დედა"მასწავლებელი ლადო აფხაზავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:
,,უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე, გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ 2500 ლარი საკმარისია. დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია. დიდება უკრაინას”.