,,ალტ-ინფოს” პარტია ,,კონსერვატიული მოძრაობა” არა მარტო იდეურად იმართება კრემლიდან, არამედ ტექნიკურადაც. ,,ფლანგვის დეტექტორმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის ვებგვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ.
,,ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებგვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება. ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა პრორუსულ დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა დააფუძნეს”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი” და სქრინს ავრცელებს, რომელზეც ადგილმდებარეობაა მითითებული.

