მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ ზოგიერთების დამცინავ სტატუსებს ეხმაურება და ფეისბუქში წერს:
,,როსტომ ჩხეიძემ თავის წიგნს გალაკტიონზე უწოდა ,,კომიკოსი ტრაგედიაში” (ოთარ ჩხეიძეს ჰქონია მსგავსი გამონათქვამი). ჰოდა, დღეს ვფიქრობდი, რა ზუსტად შეესაბამება ეს გამონათქვამი ზელენსკის. კომიკოსი ტრაგედიაში. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებული გამოვა ამ ბრძოლიდან ეს გმირი ადამიანი, როგორც გალაკტიონმა გაიმარჯვა და დღემდე იმარჯვებს… ამიტომ, დამამცირებლად ნუ იყენებთ სიტყვას: ,,კომიკოსი”. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსახიობმა (რეიგანს ვგულისხმობ) დაშალა საბჭოთა კავშირი, კომიკოსი (ზელენსკი) კი რუსეთს შლის”.

