ხათუნა ხოფერია: ,,ბახვანხულა, ბახულია, გეხვეწები რაა… მამიდა ამბობს, დაველოდებიო”

ხათუნა ხოფერია: ,,ბახვანხულა, ბახულია, გეხვეწები რაა... მამიდა ამბობს, დაველოდებიო''პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია ძმასავით შეზრდილ, თავის უახლოეს ადამიანს, მამიდაშვილს, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ბახვა ჩიქობავას დასტირის. ფეისბუქში წერს:
,,ასე მგონია, რეალობას მოვწყდი. მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ. 54 წელი შენთან ერთად… დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს – გაგაქავ… დამთავრებული შენი ბოლო წერილით… უამრავი სიხარულით და ბედნიერებით… ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობას-მეთქი და… ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში…
რა საშინელო ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ… როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და… ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი… რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი… იქნებ… იქნებ… იქნებ… ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა… მამიდა ამბობს, დაველოდებიო… მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს… არ ვიცი… რეალობას მოვწყდი…”.