ხაშურელი კონდიტერი შოუში ბიუსტით მივიდა – ,,კისერი ალუბლის ტორტის იყო, ქვედა – შოკოლადის’

ხაშურელი კონდიტერი შოუში ბიუსტით მივიდა - ,,კისერი ალუბლის ტორტის იყო, ქვედა - შოკოლადის'ხაშურელმა კონდიტერმა მარი კიკნაძემ ,,სამზარეულოს ომების” ჟიურის გაოცება გამოიწვია, როცა შოუში შვილთან ერთად მიშა ავსაჯანიშვილის ტორტი-ბიუსტით მივიდა. მიშამ ტორტი თავისი ხელით დაჭრა და იქ მყოფებს გაუმასპინძლდა. მოგვიანებით კი კონდიტერს მადლობა სოციალური ქსელით გადაუხადა:

,,თან ამ ბიუსტში სამნაირი ტორტი იყო, ჩემი საყვარელი მედოკი, კისერი –  ალუბლის ტორტის და ქვედა – შოკოლადის. ბრავო, გოგოებო, უგემრიელესი იყო და უძლიერესი ნამუშევარი”.