ხალიტოვი: ,,ჩეჩნებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში იყო”

ხალიტოვი: ,,ჩეჩნებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში იყო"ჩეჩენი დისიდენტი ჰასან ხალიტოვი ამბობს, რომ რამზან კადიროვი ცდილობს, უკრაინელი ხალხის შეშინებას და მისი თითქოსდა უკრაინაში ჩასვლა შესაძლოა იყოს მისი იაფფასიანი სპექტაკლი. ხალიტოვმა განაცხადა:

-არ არსებობს მტკიცებულება, რომ კადიროვი უკრაინაში იყო. მსგავსი ინფორმაცია არც ჩეჩნებს აქვთ. შესაძლებელია, ის ბელარუსში იყო და მინსკის სარდაფში იჯდა. კადიროვი სულელი და გაუნათლებელია და ჰგონია, რომ თავისი იაფფასიანი გამოხტომებით უკრაინელ ერს შეაშინებს. მის მოსაკლავად ფული დააწესეს. ადამიანებო, კადიროვის თავი მაქსიმუმი 50 დოლარი ღირს, მეტი არა.