,,კერძიც ხომ იჟდა გემოში და ქეც გაშპენ ათეულში” – რას წერენ გურულ და-ძმაზე

,,კერძიც ხომ იჟდა გემოში და ქეც გაშპენ ათეულში'' - რას წერენ გურულ და-ძმაზე,,სამზარეულოს ომების” პირველ ტურში მწვანე კიტელები მოიპოვეს და ათეულში მოხვდნენ და-ძმა, დამიანე და მარიამი გურიიდან. მათი ოჯახი მრავალსულიანია, 8 დედმამიშვილი არიან. მარიამი ნაბოლარაა. გადაცემაში მათ გურული კერძი მოამზადეს ახალი შტრიხებით. ჟიურის სამივე წევრი აღფრთოვანდა, განსაკუთრებით მარიამის მომზადებული მწვანე ბაჟეთი. კიტელები მათ ჟიურის წევრმა მიშა ავსაჯანიშვილმა გადასცა.

,,როგორ მოგეწონათ, მეგობრებო, გადაცემა?” – დაწერა მიშა ავსაჯანიშვილმა, რომელსაც ბევრი გამოეხმაურა.

..ეჭვი მაქვს. ჩემი ფავორიტი წყვილი გურული და-ძმა იქნება ბოლომდე, რა საყვარლები არიან და ძაალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პირდაპირ ფინალში გადაყვანა”, ,,თვითონაც ხომ საყვარლები არიან, კერძიც ხომ იჟდა გემოში და ქეც გაშპენ ათეულში! ყოჩაღ, მიშაია, სამართლიანი კაძახი ხარ შენ!”, – წერენ კომენტარებში.