ირაკლი ოქრუაშვილი ომში წავიდა – ,,ვერ წარმოვიდგენდი, 48 წლის ასაკში ჩვენი თავისუფლებისთვის უკრაინაში თუ ვიბრძოლებდი”

ირაკლი ოქრუაშვილი ომში წავიდა - ,,ვერ წარმოვიდგენდი, 48 წლის ასაკში ჩვენი თავისუფლებისთვის უკრაინაში თუ ვიბრძოლებდი"ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში წავიდა. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს:

,,ერთი კვი­რის წინ, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის წინა დღეს ტყვი­ავ­ში ხე­ი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და ვაზს ვსხლავ­დი. გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლი ახ­ლობ­ლე­ბი მეტ­წი­ლად იმას მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ვა­ზის სხვლის სწავ­ლა რო­დის­ღა მო­ვას­წა­რი, არა­და რა სწავ­ლა მა­გას უნდა, თუ მო­ინ­დო­მე. ზოგი იმას მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რო­გორ უკ­ვირთ სო­ფელ­ში, რომ უშუ­ა­ლოდ მე ვმუ­შა­ობ, თა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რს.

მოკ­ლედ, გა­გა­ნია ომი მი­დის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზ­რო შე­ქე­ბა-კი­თხვე­ბით და ომის და­წყე­ბით გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სა­კუ­თარ თავს ვლან­ძღავ – რა ჯან­და­ბას ვა­კე­თებ ახლა მე აქ, რო­დე­საც იქ ჩვე­ნი ომია და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბედს წყვე­ტენ.

შუ­ა­დღე გა­და­სუ­ლი იქ­ნე­ბო­და, გურამ ჩალაგაშვილმა რომ და­მი­რე­კა – თბი­ლი­სი­დან შენ­თან ჩა­მოს­ვლა და და­ლა­პა­რა­კე­ბა მინ­დაო. ჯერ ისევ ხე­ი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და სხვლას ვაგ­რძე­ლებ­დი, რომ მეს­ტუმ­რა და ცე­ცხლზე ნავ­თი და­მის­ხა – რო­დემ­დე აპი­რებ ამ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით გარ­თო­ბას, რა შენი საქ­მეა ვა­ზის სხვლა და ქლი­ა­ვის ბა­ღე­ბის მოვ­ლა­აო.
სულ გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბო­დან, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ვა­ზის მაკ­რა­ტე­ლი Felco 11 მარ­ჯვნივ მი­ვაგ­დე, გა­საშ­ლე­ლი კიბე მარ­ცხნივ და ახლა უკვე ჯა­ვე­ლი­ნი მი­ჭი­რავს ვა­ზის მაკ­რატ­ლის მა­გივ­რად. ალ­ბათ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ 48 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ვიბ­რძო­ლებ­დი, თა­ნაც ია­რა­ღით ხელ­ში. ვი­საც გული გერ­ჩით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი იცით და მი­ნი­მუმ კა­ლაშ­ნი­კო­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს აქ უნდა და­ეხ­მა­როთ – უკ­რა­ი­ნა­ში. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე ბევ­რი შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვის თვა­ლე­ბი” – წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.