ირაკლი ოქრუაშვილი: ,,გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, ჩეხები, ბოლოს უკრაინელებმა გამოგვიყვანეს, ჩვენი ჯერიაო”

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, ჩეხები, ბოლოს უკრაინელებმა გამოგვიყვანეს, ჩვენი ჯერიაო"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უკვე რამდენიმე დღეა უკ­რა­ი­ნა­ში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. მან სოციალურ ქსელში ომის ამბები აღწერა:

,,ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთ­ში ვი­ყა­ვით ორი დღე. მსგავ­სი ომი ფილ­მებ­შიც არაა ასა­ხუ­ლი. 50-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი­დან დავ­კარ­გეთ სამი უკ­რა­ი­ნე­ლი პატ­რი­ო­ტი. სა­მა­რა­დი­სო ხსოვ­ნა და დი­დე­ბა მათ. მსუ­ბუ­ქად დაგ­ვეჭ­რა ორი წევ­რი და ერ­თმა კან­ტუ­ზია მი­ი­ღო. სა­ი­ქი­ოს გა­ვის­ტუმ­რეთ 35-მდე რუ­სე­თე­ლი (რუ­სიც და არა­რუ­სიც).

შე­უძ­ლე­ბე­ლია, სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე ის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც 48 სა­ა­თი გა­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ო­და და კი­დევ გრძელ­დე­ბა. არა­ვის არ სი­ა­მოვ­ნებს ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც ბო­რო­ტე­ბა ომს უცხა­დებს სი­კე­თეს, რო­დე­საც რეგ­რესს სურს პროგ­რე­სის გა­ნად­გუ­რე­ბა და დიქ­ტა­ტორს სურს, დე­მოკ­რა­ტია მოკ­ლას, სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ გრჩე­ბა ასეთ ბრძო­ლა­ში. რომ არა ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვი და არ­ტი­ლე­რის­ტე­ბი, და­ნა­კარ­გი უფრო მეტი გვექ­ნე­ბო­და.

ასამ­დე მხო­ლოდ 152 მმ-იანი ჭურ­ვი გვეს­რო­ლეს 6 სა­ათ­ში, მაგ­რამ ვი­საც არ ეს­მის, ეს რას ნიშ­ნავს, ად­ვი­ლად ვერ მიხ­ვდე­ბა. დღის გმი­რი მა­ინც ნოდო სიმონიშვილი იყო, რომ­ლის გამ­ბე­და­ო­ბა­ზე მე­ტად სი­თავ­ხე­დე და ნიჭი ყვე­ლამ ერ­თხმად აღი­ა­რა (14 გას­რო­ლით 15 ორკი და­ა­დუ­მა სა­მუ­და­მოდ).

ყვე­ლა ამა­ყი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ჩვე­ნი ,,სი­თავ­ხე­დით” გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი გვყუ­რებ­დნენ შვე­დე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, ჩე­ხე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. ბო­ლოს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ძა­ლით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, დას­ვე­ნე­ბის დრო გაქვთ და ახლა ჩვე­ნი ჯე­რი­აო”.