თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში ბოლო ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ წერს:
,,4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემ თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო”.

