ინგა გრიგოლია: ,,სირცხვილი! ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ხალხო? რას კადრულობთ?”

ინგა გრიგოლია: ,,სირცხვილი! ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ხალხო? რას კადრულობთ?"ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ელენე ხოშტარიას დაკავებას მწვავე პოსტით ეხმაურება:

,,სირცხვილი ქართულ პოლიციას, სირცხვილი! ელენე ხოშტარია და ორი აქტივისტი დააკავეს უკრაინაზე პროტესტის გამო. ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ხალხო? რას კადრულობთ? რას გავალებენ ასეთს, ქართულო პოლიციავ! რაც არ უნდა დაგავალონ, თქვენ არ გაქვთ თქვენი პროტესტი, თქვენი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ? უკრაინის გამო პროტესტისას როგორ უნდა დააკავო ადამიანი, თან, როცა ეკონომიკურ სანქციებში მოყოლილ რუსეთში შეიტანონ თუ არა პროდუქცია, ამას განიხილავს შენი ხელისუფლება, მოსკოვში აკავებენ ხალხს უკრაინის გამო და ახლა აქაც?”.