გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე წერს: ,,სულ რაღაც ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე. ცოტა ვიხალისეთ, ვიცინეთ. დილით ადრე ოპერაციაზე გავიდნენ თანამებრძოლებთან ერთად და, სამწუხაროდ, ვეღარ დაბრუნდნენ მათ საქართველოს შესწირეს თავი! დიდება გმირებს! СЛАВА УКРАЇНІ! ГЕРОЇВ СЛАВА!”.
ოკუპანტებთან ბრძოლას გუშინ ორი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა – დავით რატიანი და გია ბერუაშვილი.

