გუჯა ბურდული გარდაიცვალა – ,,უფალო, ნათელში ამყოფე მამაჩემის სული”

გუჯა ბურდული გარდაიცვალა - ,,უფალო, ნათელში ამყოფე მამაჩემის სული"ქართულ კინოს კიდევ ერთი გამორჩეული მსახიობი გამოაკლდა – გუჯა ბურდული.

,,დღეს, ღამის 2 საათზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო, ნათელში ამყოფე მისი სული”, – დაწერა მუსიკოსმა ლადო ბურდულმა.

მსახიობი კოვიდით გამოწვეულ გართულებებს ებრძოდა. ის 18 თებერვალს პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს კლინიკაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოათავსეს. თავიდანვე მძიმე პაციენტად ითვლებოდა, მაგრამ იმედი არსებობდა, რადგან, ოჯახის ინფორმაციით, ორჯერ იყო აცრილი.

გუჯა ბურდული წლების განმავლობაში ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა.