გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,უკრაინის მთავრობაზე კარგი წარმოდგენა არ მაქვს”

გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,უკრაინის მთავრობაზე კარგი წარმოდგენა არ მაქვს"უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ჟურნალსიტებთან ილაპარაკა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მან უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 45-მილიონიანი ქვეყანა რუსეთის დაჟანგულ არმიას წინააღმდეგობას უნდა უწევდეს.

-უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ, როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია, – განაცხადა რაზმაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩიც გააკრიტიკა იმ მოწოდების გამო, რომელიც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვას ეხებოდა.

-პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია – ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით, როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერაფერში, – განაცხადა რაზმაძემ.

რადიო თავისუფლება