,,გამოსვლისას გაგვიხსნეს ცეცხლი და ჩვენი ორი ძმა დაიღუპა” – ამ წუთებში დავით რატიანის და გია ბერუაშვილის ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს

,,გამოსვლისას გაგვიხსნეს ცეცხლი და ჩვენი ორი ძმა დაიღუპა" - ამ წუთებში დავით რატიანის და გია ბერუაშვილის ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობსსაქართველოსთვის დღეს უმძიმესი დღეა. უკრაინაში, ირპენში ოკუპანტებთან შე­ტა­კე­ბი­სას ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა – გია ბე­რუ­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი.  უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წე­რენ, რომ და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა. ამ წუ­თებ­ში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე.

დავით რა­ტი­ა­ნი და გია ბე­რუ­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ საქართველოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.

დავით ქაცარავას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში მეუღლის მიერ მოწერილ წერილს აქვეყნებს:
,,გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლები, დავით რატიანი (ანტიოკუპაციური მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია”-ს წევრი) და გია ბერიაშვილი დაიღუპა…. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა და გამარჯვება მალე!”.

ნოდო სი­მო­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და დაღუპულ ჯარისკაცებთან უკანასკნელ საუბარს იხ­სე­ნებს:

,,დაჭ­რი­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად დრო­ზეო – დაგ­ვი­ძა­ხეს და რა იცი, რა ხდე­ბა, იქ­ნებ ბოლო სუ­რა­თია ჩვენ­თვის, გა­და­ვი­ღო­თო. სა­ხე­ზე კი გვა­წე­რია, რა ხა­სი­ათ­ზე­ცა ვართ, ვერ ვუშ­ვე­ლეთ”,  – წერს სი­მო­ნიშ­ვი­ლი.