გაითიშა სერვისები, დაიბლოკა ბარათები – ,,რომპეტროლზე” კიბერ თავდასხმა მოხდა

,,რომპეტროლი” განცხადებას ავრცელებს, რომ მათი კომპანია კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
,,ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ გუშინ 21:00 საათიდან განხორციელდა კიბერ თავდასხმა ჩვენი კომპანიის სერვერზე, რუმინეთში. აღნიშნულის შედეგად გათიშულია ,,რომპეტროლ საქართველოს” სხვადასხვა სერვისები. მათ შორის, ნაწილობრივი შეფერხებით ხდება საწვავის გაყიდვა/მიწოდება ავტოგასამართ სადგურებზე, საცალო და კორპორატიული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა Fill&Go და Rompetrol Card-ით სარგებლობა. აქტიურად მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა და უახლოეს პერიოდში ველოდებით სერვისების ფუნქციონირების აღდგენას. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით აღიშნულ ვითარებას!” – წერია განცხადებაში.