თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტია ,,დროას” წევრები: ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა. დაკავების მიზეზი “,,ეტჩუპის” შეკვრა გახდა, რომლითაც ელენე ხოშტარია შეეცადა, შეეღება კანცელარიის შესასვლელი. ის გუნდთან ერთად აპროტესტებდა საქართველოს მთავრობის წევრების მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ.
-იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირადად ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, ბოროტების საყრდენი, თურმე საქართველოს რაღაც პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოს, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ კანცელარიასთან.
რადიო თავისუფლება

