„დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი, რომელიც 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” აცხადებს:
-საქართველოში ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე – არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო.
ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ, როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. მიზეზი გაურკვეველი დარჩა. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვა საუბრებიდან, სხვა კონტაქტებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ ,,დოჟდთან” კავშირის გამო მოხდა.
ფორმულა

