კუდოს ფედერაცია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს, რომ 14 წლის ლუკა კბილაძე გარდაიცვალა.
,,საქართველოს კუდოს ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 14 წლის კუდოისტის, ლუკა კბილაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო; ლუკა წლების განმავლობაში ამბროლაურში არსებულ კუდოს კლუბ ,,ავაზას“ წევრი იყო და სენსეი დავით დუშუაშვილთან ვარჯიშობდა. ვუთნაგრძნობთ დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კუდოისტებს”, – წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ წერილში.
,,მთელი რაჭის ტკივილი, ამ შემთხვევას ჰქვია უბედურება, ტრაგედია, თავზარდაცემა. შვილო, ანგელოზო, შენი უნდა ყოფილიყო ეს ცხოვრება, მზის და მთვარის ამოსვლა, მოწმენდილი ცა… შენ უნდა გეხარა და გემრავლა, შენ უნდა ყოფილიყავი წარმატებული და რაჭის სიამაყე… მხნეობაც როგორ უნდა ვუსურვო შენს დედას, მამას”, ,,ნათელი შენს უმანკო სულს, პატარა ვაჟკაცო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს”, ,,პატარა იყავი, მაგრამ დიდი სიყვარული და სითბო დატოვე, ვაჟკაცო”, ,,დავმუნჯდი, რა თავზარდამცემია ეს ამბავი”, – წერენ რაჭის ფეისბუქგვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა კბილაძე შემთხვევით ნასროლ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

