დღეს საქართველომ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინაში. ოკუპანტებმა 51 წლის დავით გობეჯიშვილი ირპენის დაცვისას მოკლეს. ზაალ რატიანმა, რომელიც უკრაინაში იბრძვის, ,,პირველის” ეთერში მეგობარზე ისაუბრა.
-დავითი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმაკაცი, თანამებრძოლი. ჩვენ მოვდივართ აფხაზეთის ომიდან. დავითი იყო უძლიერესი მებრძოლი და პატრიოტი. წუხელ გარდაგვეცვალა, საარტილერიო ჭურვს ემსხვერპლა… საქართველოს ერთიანობისთვის ყველა ომში იბრძოდა. 4-5 დღის წინ ჩამოვიდა უკრაინაში. მომწერა, ჩამოვდივარო. ჩამოვიდა და… აქ სასტიკი ბრძოლები მიდის, შენობა აღარ დგას, ბავშვები, ქალებია დაცოხილი. საშინელი მდგომარეობაა.
დათო ძალიან მაგარი მებრძოლი, გმირი იყო. 2012 წლიდან აღარ იყო საქართველოს ჯარში. ჩვენ, პატრიოტები ყველანი მოგვიშორეს, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ზაალ რატიანმა.
გიორგი ნიორაძის კითხვაზე, რას ფიქრობდა იმაზე, რომ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ძმათა სასაფლაოზე არ დაკრძალეს, ზაალ რატიანმა უპასუხა:
-ჩვენ ვინ დაგვკრძალავს ძმათა სასაფლაოზე, ჩვენ რაში ვჭირდებით ,,ოცნებას”. ჩვენ აღვიქვეს როგორც მტრები, ეს პატრიოტი ხალხი, ვინც მართლა ვიბრძოდით.

