დავით არახამია: ,,მილიონი დოლარი გადაეცემა გატაცებული თვითმფრინავისთვის”

დავით არახამია: ,,მილიონი დოლარი გადაეცემა გატაცებული თვითმფრინავისთვის"ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს:

„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი” მზადაა, გადაიხადოს პრემია $1,000,000 გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის. ასევე გრძელდება პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში მყოფი გატაცებული შვეულმფრენისთვის 500 000 დოლარს ითვალისწინებს.

რუსეთის ფედერაციის პილოტებს, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, გარანტირებული აქვთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის მიცემა”.