ორი შვილის მამა, ხაშურში მცხოვრები ლევან ჩერტიშევი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მას სასწრაფო იპერაცია დასჭირდა გულზე. ახლა თითოეულ ჩვენგანის თანადგომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ერთი ლარით შეგვიძლია მისი ოჯხის და მისი ორი შვილის გვერდით დგომა.
,,მეგობრებო, ერთ კარგ კაცს, ლევანი ჩერტიშევს გაუკეთდა სასწრაფო ძვირადღირებული ოპერაცია გულზე. ოპერაციის თანხა არის 20 000 ლარი, რომლის გადახდის საშუალება ოჯახს არ აქვს და მოკრძალებული თხოვნა იქნება, ვისაც რისი საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ამ პატიოსან და კეთილ ადამიანს.
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი. თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – წერს ოჯახის ახლობელი.
ანგარიშის ნომერი: GE53BG0000000942262900, მიმღები ლაშა რევაზიშვილი, დანიშნულებაში მიუთითეთ ლევანი ჩერტიშევის დასახმარებლად.

