,,დაგვეხმარეთ, ვისაც სად მიგიწვდებათ ხმა” – უკრაინაში მყოფ ვატო გელაშვილთან კავშირი შეწყდა

,,დაგვეხმარეთ, ვისაც სად მიგიწვდებათ ხმა" - უკრაინაში მყოფ ვატო გელაშვილთან კავშირი შეწყდა,,შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი რამდენიმე დღის წინ წავიდა უკრაინაში. ადგილი, სადაც ის იმყოფებოდა, დაიბომბა და მასთან კავშირი შეწყდა.
,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს, ვისაც სად შეუძლია, ყველას  მიაწვდინონ ხმა.
,,გამთენიისას დაიბომბა იაროვოს სამხედრო ბაზა, სადაც ჩვენი მეგობარი, ვატო გელაშვილი იმყოფებოდა. დაღუპულებს შორის არ არის, დაჭრილი 134 პირია!
ვეძებთ, კავშირი ამ დრომდე არ ხერხდება. დაგვეხმარეთ, ვისაც სად მიგიწვდებათ ხმა”, – წერს ელისო კილაძე.