,,დაბომბვის ეშინოდა, მაგრამ არ გაიქცა, ახლა დაიცავს ბაშტანშჩინას”

,,დაბომბვის ეშინოდა, მაგრამ არ გაიქცა, ახლა დაიცავს ბაშტანშჩინას''ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც ბოლო დღეებში ფეისბუქით აქტიურად ავრცელებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ახალ ამბებს აწვდის ფეისბუქმეგობრებს, წერს:
,,უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება: ,,ბაშტანკას ცენტრში ბრძოლისას უახლოეს რადიუსში არავინ გადარჩა, დარჩა მხოლოდ ძაღლი. დაბომბვის ეშინოდა, მაგრამ არ გაიქცა და ახლა ჩვენთან აგრძელებს მსახურებას – ის დაიცავს ბაშტანშჩინას და ჩვენ, ჩვენ კი მას”.
ძაღლი სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს. ფიქრობენ, რა დაარქვან, მე მგონია, რომ კარგი სახელია ბაირახტარი”,