,,ჩემი შვილი ვერ ტოვებს უკრაინას, უჭირს ბევრ ქართველს, მარაგი გამოელიათ” – რას წერს ქართველი დედა

,,ჩემი შვილი ვერ ტოვებს უკრაინას, უჭირს ბევრ ქართველს, მარაგი გამოელიათ" - რას წერს ქართველი დედაერთ-ერთი ცხელი წერტილი, საითკენაც დღეს მსოფლიოს ყურადღებაა მიმართული და შიშით უყურებს, თუ რა ხდება იქ, ზაპორიჟიეს ოლქია, სადაც  ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. იქ მცხოვრებლების მტკიცედ დგომა, მათი გამხნევება, თანადგომა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ზაპოროჟიეშია ქართველების ოჯახი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი პატარა შვილი, არიან სხვა ქართველებიც, რომელთა დასახმარებლად დიანა ღვალაძე სოციალურ აქციას იწყებს და ყველას სთხოვს, რომ შეუერთდნენ.

,,ვინც მიცნობს, კარგად იცის, სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი. უკრაინას უჭირს, უჭირს ჩემს საკუთარ შვილს, რომელიც ვერ ტოვებს უკრაინას! უჭირს ბევრ ქართველს, მარაგი გამოელიათ. ის, რაც გროვდება და იგზავნება, მიდის სახელმწიფო ხაზინაში და, ბუნებრივია, ჩვეულებრივ ადამიანებამდე ვერ აღწევს. ამიტომ გადავწყვიტე, ზაპოროჟიეს ქართველებისთვის დავიწყო ფულის შეგროვება, რომ მივაწოდოთ ყველას, ვისაც მივაწვდენთ ხმას. გთხოვთ, სანამ ჩვენი მთავრობა გაიღვიძებს და გამოიყვანს თავის მოქალაქეებს, მივხედოთ ჩვენ, ვისაც როგორ შეგვიძლია!
გთხოვთ, გულთან მიიტანოთ, ჩემო ქართველებო, მარტო რუსთაველზე დგომა ვერ უშველის ამ საქმეს.
ჩემი პირადი ნომერია – 57001050432. პერიოდულად მოგაწოდებთ სქრინებს. თხოვნაა, გადააზიაროთ”, – წერს დიანა ღვალაძე.