,,ბერო ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, დათომ რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა” – უკრაინელი ჟურნალისტი ქართველ ჯარისკაცებზე

,,ბერო ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, დათომ რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა" - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველ ჯარისკაცებზეუკ­რა­ი­ნე­ლ ჟურ­ნა­ლის­ტს ალექ­სეი ბობ­რო­ნი­კო­ვს ქართველმა ჯარისკაცებმა, გია ბე­რიაშ­ვი­ლმა და და­ვით რა­ტი­ა­ნმა ბევრი კეთილი მოგონება დაუტოვეს. ჟურნალისტი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე წერს:

,,ისი­ნი გუ­შინ და­ი­ღუპ­ნენ ირ­პე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში, ჩვე­ნი ოცე­უ­ლის სა­დაზ­ვერ­ვო ბრძო­ლი­სას. ბერო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნაღმტყორ­ცნე­ბის ცე­ცხლის ქვეშ. ის ბოლო წუ­თამ­დე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის… და­თომ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ოკუ­პან­ტიც გა­ი­ყო­ლა. ის მსრო­ლე­ლი იყო. დათო ცხოვ­რობ­და რო­გორც გმი­რი და გმი­რად მოკ­ვდა: ფეხ­ში დაჭ­რილ ფრანგ ჯა­რის­კაცს შეკ­რე­ბის ად­გილ­თან მის­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბი­სას დათო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა… ჭურვმა დათო და ის მებ­რძო­ლი იმ­სხვერ­პლა, რო­მე­ლიც მას მოჰ­ყავ­და და ამა­ცი­ლა მე. იმ ღა­მით დათო რა­ტი­ა­ნის სათ­ვა­ლის სა­კიდ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, შავ­მა, სქელ­მა სა­კიდ­მა…”