ბერას სოლიდარობა ომიდან მეექვსე დღეს: ,,ვლოცულობ თქვენთვის”

ბერას სოლიდარობა ომიდან მეექვსე დღეს: ,,ვლოცულობ თქვენთვის"რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეექვსე დღეს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე წერს, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს:
,,მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ჩემი ძვირფასი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ეს 2008 წელს გავიარეთ და ვიცით, რომ ამაზე საშინელება და ტრაგიკული არაფერია. ვლოცულობ თქვენთვის”.