აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა უკრაინაში 1 მილიონი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გააგზავნა

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა უკრაინაში 1 მილიონი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გააგზავნაამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინელებს დიდ დახმარებას უწევს. დრონების შემდეგ მან ახლა ერთი მილიონი სასმელი წყლის ფილტრები გააგზავნა უკრაინაში. მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ადგილებში ადამიანებს წყლის დალევის საშუალებაც არ აქვთ. ბევრი რადიატორების ან გუბეების წყალს სვამს. ეს ფილტრები კი წყალს 100 პროცენტით ფილტრავს. ამიტომ უკრაინაში მყოფი ადამიანებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,ერთი მილიონი ასეთი (0.5ლ) სასმელი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გადავაფრინეთ გუშინწინ ამერიკიდან და ჩავაბარეთ უკრაინელებს პოლონეთში. უკვე გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ…
ფილტრების გარდა რაა საჭირო, რომ სასმელი წყალი მივიღოთ? – ნებისმიერი ბუნებაშივე არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი, რაც ადგილობრივაც უხვად აქვს (ყველა დიდ ქალაქში მდინარე ჩამოდის).
– მა,თ ვინც ფიქრობთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები ან რაოდენობა ცოტა არარეალურად ჟღერს – ხელში რაც გიჭირავთ ახლა (დიდი ალბათობით ტელეფონი) დახედეთ და გაიხსენეთ, რომ თქვენს ტელეფონში არსებული პროცესორი (,,კომპიუტერი”) დაახლოებით მილიონჯერ უფრო მძლავრია და მეტი მეხსიერება აქვს, ვიდრე ის კომპიუტერი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ,,აპოლო-11-ს” მართავდა და ადამიანი მთვარემდე ჩაიყვანა.
ასეა ასე, ტექნოლოგია წინ მიჰქრის ყველა სფეროში, და საჭირო დროს ისეთ რამეებს შვრება ,რაც ჩვენსავე ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზე სოსწაულად ითვლებოდა…
მათ, ვინც პარასკევ საღამოს (იდეის გაჩენის მომენტიდან) მირჩევდა, რომ რას დააფრენ ამ ხალხს , ფოსტით გააგზავნეო, ფოსტა დღეს დილით გაიხსნა ნიუ იორკში, ამ დროს უკვე ფილტრები პოლონეთში იყო ჩასული. აი, შემდეგ შაბათ-კვირა ამ ფილტრების ადრესატებივით რადიატორიდან ჩამოსხმული ჟანგიანი წყალი დააგემოვნეთ და მერე იქნებ სხვანაირად მირჩიოთ ხოლმე”, – წერს ექიმი ამერიკიდან.