,,ვრემიას” რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა თავის ადვოკატთან ერთად სასამართლოში იმყოფება. მას გაასამართლებენ იმისთვის, რომ რუსეთის ,,პირველი არხის” პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.
,,არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- დაწერა ოვსიანიკოვამ ,,ტვიტერზე”.

